www.torili.ge

მილიმეტრული სიზუსტე

ჩვენ შესახებ

„თორილის“ დაფუძნებამდე კომპანიის დირექტორის განვლილი გზა ბავშვობაში მოსმენილი ზღაპარივით განვითარდა. წლების წინ ილია გოგოლაურმა რკინაზე მუშაობის შესწავლა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ემიგრაციაში წასულს რაიმე ხელობა მაინც ცოდნოდა -ამერიკაში პურის ფულის საშოვნად წასულს. სწავლის დროს მიხვდა, რომ საქმე რომელსაც შეეჭიდა სიამოვნებას ანიჭებდა და ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო არ იყო. ამერიკისკენ მიმავალი გზა თბილისში, ამერიკის საელჩოში გაჩერდა, ცხოვრებისთვის საბედისწერო შეკვეთა სოწორედ იმ ქვეყნის საელჩომ დაუკვეთა, რომლისკენაც მიისწრაფვოდა... კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ შეკვეთას, შეკვეთა ემატებოდა და ემიგრაციაში წასასვლელად ფიქრსაც კი ვერ ასწრებდა... ახლა უკვე 5 წლიანი გამოცდილებით, ილია მაღალი კლასის ინჟინრებთან და მუშა სპეციალისტებთან ერთად ცდილობს კმაყოფილი მომხმარებლების შეკვეთის შესრულებას. მილიმეტრული სიზუსტით შექმნილი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, ბეტონის ჩასხმა- არასტანდარტულ ყალიბზე, მინა, ხე, ქვა - მასალათა ეს ჩამონათვალი ყველასთვის სტანდარტულ სამუშაოაბეთან ასოცირდება, თორილის დამფუძნებელი კი ამ ყველა სამშენებლო მასალას იუველირივით ამუშავებს. „თორილის“ მიზანი და მისიაა საქართველოში აწარმოოს სხვადასხვა მოცულობისა და დიზაინის მეტალის კონსტრუქციები. ააწყოს, დაამონტაჟოს ევროპული სტანდარტით და განახორციელოს სამშენებლო პროექტები უმაღლესი ხარისხით.

ლითონის კონსტრუქციები

ვაწარმოებთ ნებისმიერი სირთულის ლითონის ნაწარმისა და დანიშნულების კონსტრუქციებს, როგორც ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ასევე მილგაყვანილობებს. ლითონის კონსტრუქციები: ფერმები, რეზერუარები და სხვა მზიდ კონსტრუქციები, ჩვენი გამოცდილი ინჟინერის ნახაზის დეტალური დამუშავების შემდეგ მზადდება. „თორილის“ გუნდი ხარისხს ყოველთვის წინაპლანზე აყენებს, რაც უზრუნველყოფს საიმედოობასა და მაღალ სტანდარტს.

ლითონის კონსტრუქციების დაცვა

ლითონის კონსტრუქციების დაცვა ანტიკოროზიული საშუალებებით ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის და ტიპის ლითონის კონსტრუქციების კოროზიულ დაცვას მაღალ პროფესიონალურ დონეზე, უახლესი და კლასიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, კოროზიული მასალების ზედაპირის მომზადებისა და გამოყენებისთვის. ლითონის კონსტრუქციების მრავალფეროვნებას შორის, რომლებიც კოროზიისგან დაცვას მოითხოვს.

მონტაჟი

ნებისმიერი სირთულის სამონტაჟო სამუშაოებს ვასრულებთ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

დემონტაჟი

ნგრევა ერთი სიტყვით ადამიანებისთვის სიმარტივესთან ასოცირდება, თუმცა არასწორი დემონტაჟისას ბევრად მეტი თანხა და დრო იხარჯება ვიდრე ეს დაგეგმილი გქონდათ, ამიტომ დემონტაჟი აუცილებელია პროფესიონალებს ანდოთ.

სამუშაო პპორცესის აღწერა. კონკრეტული პროექტისათვის

სამუშაო პპორცესის აღწერა. კონკრეტული პროექტისათვის

სამუშაო პპორცესის აღწერა. კონკრეტული პროექტისათვის